ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ბენდელიანისა და დუმბაძის ქუჩების კვეთაზე, კინოს შენობასთან.
როგორც “გურია ნიუსს ” უთხრეს, Land Rover-ის მარკის ჯიპის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა ხეს შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სამაშველო სამსახურები.
“გურია ნიუსი” დეტალებს შსს-ში არკვევს.

































































