ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში.
“სოკარის” ბენზინგასამართი სადგურის სიახლოვეს ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებია მობილიზებული.
როგორც შემთხვევის ადგილზე ამბობენ, ერთ-ერთ ავტომობილში ფეხმძიმე ქალი და ბავშვები ისხდნენ.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფეხმძიმე ქალი დაშავდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ოზურგეთის ავერსის კლინიკაში გადაიყვანა.
“გურია ნიუსი” დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.



































































