ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა, სოფელ გუთურში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ბოძი გადატყდა და ავტომანქანას დაეცა.
დაშავდა ავტომანქანის მძღოლი და ერთი მგზავრი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, კლინიკა “მედალფაში” გადაიყვანა.
ავტოსაგზაო შემთხვევა 3 თებერვალს მოხდა.