ამ წუთებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში.
სუფსა-გუბაზეულის ხიდთან მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავარდა.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, წვიმის დროს ავტომანქანა მოცურდა და მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.
ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
ჩვენი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.



































































