ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში.
როგორც “ქართლის ამბები” იუწყება, ავტობანზე, რუისი–გორის მონაკვეთზე ავტომობილი გზიდან გადავარდა. შემთხვევა „ვეი მარტის“ შესასვლელთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, მანქანა მოცურდა.
შემთხვევის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება არავის მიუღია.
ვიდეოს ადგილიდან გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.































































