რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც ადგილზე მყოფები “ინფო იმერეთს” უცხადებენ, მსუბუქი ავტომობილი სავარაუდოდ, ბორდიურს შეეჯახა, რის შემდეგადაც მანქანა ინერციით დატრიალდა.
“სავარაუდოდ, ბორდიურს დაეჯახა და დატრიალდა, საბედნიეროდ, მსხვერპლი არაა“, – უთხრა “ინფო იმერეთს” თვითმხილველმა.

































































