რიკოთზე სატვირთო მიკროავტობუსი და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.