რამდენიმე წუთის წინ ავარია მოხდა ქალაქ ლანჩხუთში _ მთავარ მაგისტრალზე _ ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ამ დროისთვის, ადგილზე ორი ავტომობილი რჩება.
თვითმხილველთა თქმით, „ტოიოტა პრადოს“ მძღოლმა ტერიტორია მას შემდეგ დატოვა, რაც ნახა, რომ შეჯახების დროს მისი ავტომობილი მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა.
როგორც ირკვევა, სწორედ „პრადოს“ მძღოლს მოუხდა დამუხრუჭება, რასაც „ტოიოტას“ მსუბუქი ავტომობილის შეჯახება მოჰყვა, რომელსაც, თავის მხრივ, ასევე, უკან მხრიდან „მერსედესის“ მარკის ავტომობილი შეეჯახა.
საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ჯგუფები იმყოფებიან.
[sexy_author_bio]