სატვირთო ავტომობილი გზიდან გადავიდა და მიკროავტობუსს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევას 14 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც BBC იუწყება, შემთხვევა დასავლეთ უკრაინაში მოხდა.
ოფიციალური პირების თქმით, თორმეტი მგზავრი, მათ შორის ექვსი წლის ბავშვი და ორი მძღოლი დაიღუპა, ხოლო ერთი ქალი გადარჩა მძიმე დაზიანებებით.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.