“სამხრეთის კარიბჭეს” ინფორმაციით, დღეს, 21 ოქტომბერს ასპინძაში, სოფელ ნიჯგორთან ავარია მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განგვიცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ერთი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა.
მეორე დაშავებული ახალციხეში, კლინიკა იმედში გადაიყვანეს.

































































