მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე დაიღუპა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.






























































