შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გურიაში 2021 წელს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, 110 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც უწყების ინფორმაციით ირკვევა, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად რეგიონში დაღუპულია 14 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 173.
კვარტალურად კი ეს მონაცემები ასე გამოიყურება:
2021 წლის 1-ლი კვარტალი- 29 ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 44 -დაშავდა, ამავე წლის მეორე კვარტალში – 27 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 46 დაშავდა. 2021 წლის მესამე კვარტალში გურიაში 34 ავარია დაფიქსირდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 5, ხოლო 57 ადამიანი დაშავდა, რაც შეეხება წლის ბოლო კვარტალს, რომლის მონაცემების უწყებამ ახლახანს გამოაქვეყნა, რეგიონში მომხარია 20 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაღუპულია 4, ხოლო დაშავებულია 26 ადამიანი.
[sexy_author_bio]