“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, მარნეულში, სოფელ ბაიდარში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1 დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომლითაც ოჯახი გადაადგილდებოდა, ხეს შეეჯახა.
როგორც „ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.






























































