“ქართლის ამბების” ინფორმაციით, კასპი – მეტეხის გზაზე მოძრაობისას მოტოციკლის მძღოლი დაშავდა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავარიის მიზეზი ორმოები გახდა. მძღოლის დასახმარებლად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
,,როცა ამხელა ორმოებია, სულ რომ ნელა მიდიოდე, მოტოციკლით მაინც დაიმტვრები” – წერს მოქალაქე.
შსს-ს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ფაქტზე დაიწყი ადმინისტრაციული წარმოება. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სხვა სატრანსპორტო საშუალება არ ფიგურირებს.
კასპი – მეტეხის გზის რეაბილიტაცია მრავალჯერ დაანონსდა. 2022 წლიდან ორი ტენდერიც გამოცხადდა, თუმცა უშედეგოდ. ,,იამები” კასპიცემენტის ქარხნის მანქანების მოძრაობის შედეგად გაჩნდა.

































































