ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ავტოავარიაში მოხვდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბოხვაურში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, გზაჯვარედინზე მოხდა. ერთმანეთს კრიმინალური პოლიციის ავტომანქანა “382“ და სოფელ ბოხვაურში მცხოვრები ა.მ-ს მაღალი გამავლობის „ჯიპი“ შეეჯახა.
აღნიშნულ აფქტს ადასტურებენ შსს პრესსამსახურში და განმარტავენ, რომ ფაქტზე დაიწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა აქტი:
_ პირველადი დათვალიერებით პოლიციელი ნასვამი არ იყო, დანარჩენს კი თუ ვისი ბრალეულობა იკვეთება, დაადგენს ექსპერტიზა, _აღნიშნავენ შსს პრესსმასახურში.
როგორც სოფელ ბოხვაურის დეპუტატი გელა ჩავლეშვილი ამბობს, მან არ იცის ავარიის გამომწვევი მიზეზი და არც მონაწილე პირების ვინაობაა მისთვის ცნობილი.
_ არ ვიმყოფები ოზურგეთში, უბრალოდ, ვიცი, რომ შემთხვევა იყო. სხვა არაფერი არ არის ჩემთვის ცნობილი.