ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისი ბათუმის ავტომაგისტრალის ლანჩხუთის მონაკვეთზე, სოფელ ქვიანთან. ავარიის შედეგად, რა დროსაც ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ 7 ადამიანი დაშავდა. მათ შორის აზერბაიჯანელი ტურისტები.
შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, არცერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.