ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც დღეს დილით, 6 საათზე, ზესტაფონში მოხდა, ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ოზურგეთელი და-ძმა ლალი და თემურ მახარაძეები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომიდან (შემოქმედი) იყვნენ.
ისინი ამჟამად თბილისში ცხოვრობდნენ და ოზურგეთში ბებიის დაკრძალვაზე მოდიოდნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც, რომლებიც სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.