ქართველი ავტომრბოლელის, დავით ქაჯაიას მორიგი წარმატება ევროპის ჩემპიონატის TCR Eastern Europe მესამე ეტაპზე, რომელსაც ლეგენდარული Red Bull Ring მასპინძლობს.
პარასკევს გამართულ კვალიფიკაციაზე დავითმა, რომელიც Honda Civic TCR FK7-ით ასპარეზობს, მე-4 საუკეთესო დრო აჩვენა. შაბათის პირველ რბოლაში კი სარბოლო ინციდენტის გამო მე-7 ადგილი დაიკავა.
დღეს გამართული დასკვნითი, მეორე რბოლა ქაჯაიამ მე-3 პოზიციიდან დაიწყო, თუმცა კარგი სტარტის გამო თავიდანვე სათავეში ჩაუდგა რბოლას და მეორე ადგილზე გასული სებასტაინ შტეიბელის არაერთი მცდელობის მიუხედავად ლიდერობა ხელიდან აღარ გაუშვა და 2023 წლის პირველი გამარჯვებაც იზეიმა. მეორე ადგილი გერმანელმა სებასტიან სტეიბელმა დაიკავა, ხოლო მესამეზე საერთო ჩათვლის ლიდერი, სლოვაკი, მატო ჰომოლა გავიდა.
ამ გამარჯვებით დავით ქაჯაიამ საერთო ჩათვლაში 80 ქულა დააგროვა და მე-სამე პოზიციაზე იმყოფება. 3 ეტაპის შემდეგ მისი მონაგარი 3 პოდიუმია (უნგრეთში პირველი რბოლა მე-3 ადგილი დამეორე რბოლა მე-2 ადგილი).
დარჩენილია სამი ეტაპი. შემდეგს კი სლოვაკეთი უმასპინძლებს 9-11 ივნისს.
კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ ქართველ მრბოლელს.
ავტორი