ცოტა ხნის წინ პოპულარული კინომსახიობი ბენ აფლეკი მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ინტერვიუს მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ აფლეკი გამოუსწორებელი ბანქოს მოთამაშე ყოფილა.
“ბანქოს მაშინ შევეჩვიე, როდესაც გვინეტ პელტროუსთან გაყრის ტკივილს მინდოდა მოვრეოდი.
ბანქოს მწვანე მაგიდასთან თავდაპირველად ძალიან მიმართლებდა. ერთხელ 150 ათასი დოლარი მოვიგე და მიღებული თანხის უაზროდ დარიგება დავიწყე. პერსონალს – დილერებს, დაცვას, დამლაგებლებს მსხვილ კუპიურებს ვუტენიდი ჯიბეებში.”
ბენ აფლეკმა სხვადასხვა კაზინოებში სტუმრობა მხოლოდ ჯენიფერ ლოპესთან დაახლოების შემდეგ შეწყვიტა.
“ჯენიფერმა კარგად იცოდა შრომით ნაშოვნი კაპიკის ფასი და არ შეეძლო მშვიდად ეცქირა, როგორ ვატანდი ქარს დიდ თანხებს. მეც მთელი ნებისყოფა მუჭში მოვიმწყვდიე და პოკერზე უარი ვთქვი, თუმცა სულში სიცარიელე ვიგრძენი”.
ბენ აფლეკის სამწუხაროდ, ჯენიფერ ლოპესს მალე დაშორდა და საყვარელ საქმიანობასაც კვლავ დაუბრუნდა.
“პოკერის თამაშზე უარს ვერასოდეს ვიტყვი. სახლში სპეციალურად მოწყობილი ოთახი გამაჩნია, სადაც კვირაში ერთხელ მეგობრებთან ერთად მთელი დღის განმავლობაში ვთამაშობ. გადაღებების დროს, როდესაც მშობლიურ კერას მოწყვეტილი ვარ, კაზინოებს ვსტუმრობ. პოკერის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, ის ჩემი არსებობის განუწყვეტელი ნაწილია”.
ავტორი