საქსტატმა აზარტული თამაშების 2020 წლის ბრუნვის შესახებ სტატისტიკა გამოაქვეყნა.
დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს უმძიმესი პანდემიური ვითარების მიუხედავად, სექტორის ბრუნვა 24%-ით გაიზარდა და რეკორდულ 32 მილიარდ ლარს მიაღწია. საქსტატის განმარტებით, აზარტული თამაშების ბრუნვა ყოველი მომხმარებლის მიერ თითოეულ თამაშზე დადებული ყველა ფსონის ჯამია.
შესაბამისად, გასულ წელს ქართულმა მიმწოდებლებმა 32 მილიარდი ლარის ფსონები მიიღეს.
რაც შეეხება აზარტული თამაშების მიერ შექმნილ დამატებით ღირებულებას, ის 2020 წელს 861 მილიონი ლარი იყო. შექმნილი დამატებული ღირებულება წინა წელთან შედარებით 40 მილიონი ლარით არის შემცირებული, რაც, სავარაუდოდ, ფიზიკურ სამორინეებში საქმიანობის შეზღუდვით იყო განპირობებული.
[sexy_author_bio]