აზერბაიჯანი არ ცნობს ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს,_ ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და არ ცნობს 2024 წლის 9 ივნისს საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს“ და მათ შედეგებს“, – ნათქვამია განცხადებაში.