სომხეთმა აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ხელშეკრულება დაარღვია.
შემთხვევა სამშაბათს, გამთენიას მოხდა.
აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განცხადების თანახმად, მის სასაზღვრო და საბრძოლო პუნქტებს სომხეთის არმიამ ცეცხლი გაუხსნა აზერბაიჯანის გაზახში ოკუპირებულ სოფელ აშაგი ასკიპარას მხრიდან.
სომხეთის ჯარებმა ტყვიამფრქვევები გამოიყენეს 20 – ჯერ გასროლისთვის.
წყარო: Anadolu