https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ისრაელში მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმის გამო, განგაშია

    დონალდ ტრამპი ირანის საკითხის დიპლომატიურ გადაწყვეტაზე: ცხადია, ეს ახლა ბევრად უფრო ადვილია

    ირანის უზენაესი ლიდერი ლიკვიდირებულია

    ირანში საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

    ისრაელის დარტყმების სამიზნე ხამენეი და პეზეშკიანი იყვნენ – იერიშის შედეგები ჯერჯერობით უცნობია

    რუსეთი ირანზე დარტყმებზე: მოვითხოვთ, რომ სიტუაცია დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების გზას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

აზერბაიჯანის ახალი თეატრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა

16:45; 27.10.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანის თეატრს აქვს დიდი ისტორია ჩვენს ქვეყანაში, პირველი თეატრი დაფუძნდა 1872 წელს და დღეს ჩვენ ყველას გვიხარია, რომ თეატრის ახალ, თანამედროვე მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი და ძალიან მალე ჩვენს დედაქალაქს შეემატება კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან ერთად იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღევანდელი დღე არის საქართველოსა და აზერბაიჯანის ძლიერი მეგობრობისა და თანამშრომლობის დასტური.

 „მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩემო ძვირფასო კოლეგავ, მივესალმები აზერბაიჯანის მთავრობის წევრებს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს, თბილისის მერს, პარლამენტის წევრებს, ჩვენს ელჩს, პატივცემულ სტუმრებს − ყველას მოგესალმებით. დღეს სასიხარულო დღეა, ვინაიდან მაქვს პატივი, მივიღო მონაწილეობა აზერბაიჯანის სახელმწიფო თეატრის მშენებლობის ცერემონიაში. მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანის თეატრს აქვს დიდი ისტორია ჩვენს ქვეყანაში, პირველი თეატრი დაფუძნდა 1872 წელს და დღეს ჩვენ, ყველას, გვიხარია, რომ თეატრის ახალ თანამედროვე მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი და ძალიან მალე ჩვენს დედაქალაქს შეემატება კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო სტუმრებო, დღევანდელი დღე არის დასტური ჩვენი მეგობრობის, ღრმა კავშირების, ძლიერი თანამშრომლობის. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე კვირის წინ საქართველოში იმყოფებოდა ბატონი ილჰამ ალიევი, რომელთანაც ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და საუბარი. ჩვენ ერთად დავათვალიერეთ აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის − ჰეიდარ ალიევის გამოფენა. წელს აზერბაიჯანში აღინიშნება ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილე და სწორედ ამის ფარგლებში ჩვენ დღეს სიმბოლურად საფუძველს ჩავუყრით აღნიშნული თეატრის მშენებლობას. მე ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს − ალი ასადოვს. მადლიერი ვარ, რომ თქვენ ჩამოხვედით თბილისში და მიიღეთ მონაწილეობა აბრეშუმის გზის ფორუმში. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ასევე ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ გუშინ ჩვენ ერთობლივად მნიშვნელოვანი შეხვედრებიც გავმართეთ − იყო სამმხრივი შეხვედრაც, საუბარი. საქართველო, როგორც მიუკერძოებელი, ნეიტრალური, ობიექტური შუამავალი და მეგობარი ორივე ქვეყნისა, არის დაინტერესებული იმით, რომ ჩვენს რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ამაში ჩვენ, ჩვენი ქვეყანა და მე პირადად, როგორც მთავრობის მეთაური, მზად ვართ, რომ მივიღოთ მონაწილეობა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებს, მოწვეულ სტუმრებს − ყველას − და ვისურვებდი, რომ მალე ერთად გავხსნათ თეატრის ახალი შენობა”, – განაცხადა პრემიერმა. 

როგორც ღონისძიებაზე აზერბაიჯანის პრემიერმა ალი ასადოვმა აღნიშნა, აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის − ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო პროფესიული აზერბაიჯანული დრამატული თეატრის თანამედროვე სტილში გამოცოცხლება ისტორიული მოვლენაა. 

„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, თბილისის მერო, პატივცემულო ელჩებო, პატივცემულო დეპუტატებო, ქალბატონებო და ბატონებო, აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის საუკუნეების განმავლობაში მეგობრულ, კეთილმეზობლურ, მშვიდობიან და ურთიერთგაგების პირობებში ცხოვრებას საფუძველს უქმნის სწორედ ისტორიულ ფესვებზე დამყარებული კულტურული ურთიერთობები. როგორც აზერბაიჯანში, ისე საქართველოში ისტორიულად ჩვენი ხალხის ეროვნულ ღირებულებებს, კულტურას, ენას, რელიგიას, ხელოვნებას, ლიტერატურას დიდ პატივს სცემენ და განსაკუთრებულად უყვართ. აზერბაიჯანის რამდენიმე სახელგანთქმული მოღვაწე, დიდი პიროვნებები საქართველოში მოღვაწეობდნენ და სიცოცხლის ბოლომდე აქ იმყოფებოდნენ.

 ასევე საქართველოს არაერთი კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები აზერბაიჯანში საქმიანობდნენ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში.

 ამ ყველაფრის ისტორიულ დასტურად ჯერ კიდევ 1872 წელს ქალაქ თბილისში თბილისის სახელმწიფო პროფესიული აზერბაიჯანული დრამატული თეატრის საქმიანობის დაწყებას აღვნიშნავდით. თეატრის გრძელვადიანი საქმიანობის განმავლობაში ქართული, აზერბაიჯანული და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკათა უკვდავი ნაწარმოებები დიდი წარმატებით იდგმებოდა.

 დღეს აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის − ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო პროფესიული აზერბაიჯანული დრამატული თეატრის თანამედროვე სტილში გამოცოცხლება ისტორიული მოვლენაა. ქალაქ თბილისში, ასეთ ლამაზ კუთხეში, თეატრის ახალი შენობის აშენებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას დიდად ვაფასებთ.

ქალბატონებო და ბატონებო, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის საქართველოსადმი თბილ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით გაგიზიაროთ რამდენიმე ნიუანსი. ჰეიდარ ალიევს აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის დროს მეზობელ ქვეყნებთან ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. რაც შეეხება საქართველოს, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. ორივე ხელმძღვანელობის პერიოდში ჰეიდარ ალიევი საქართველოსა და ქართველ ხალხს დიდ პატივს სცემდა, განსაკუთრებული ყურადღებითა და სიყვარულით მიუდგებოდა.

 ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ჰეიდარ ალიევს საქართველოს იმდროინდელ პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ძლიერი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. სწორედ მათი ლიდერობის მეშვეობით ქვეყანათა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ-ჰუმანიტარულ და სხვა დანარჩენ სფეროში ურთიერთობათა განვითარებას საფუძველი ჩაეყარა. ორივე ლიდერის პოლიტიკური კარიერა გამოირჩეოდა უნიკალურობით და ცნობილია მსგავსი ისტორიული პროცესებით. ასე რომ, მათ მეორედ ხალხის მოთხოვნით უკვე დამოუკიდებელი ქვეყნის მეთაურად გააგრძელეს პოლიტიკური მოღვაწეობა. მათი მეთაურობის დროს, სხვა სფეროების პარალელურად, ისინი თავიანთი ხალხის ეროვნულ ღირებულებებს, ენას, რელიგიას, კულტურას, ხელოვნებას, მუსიკას დიდ ყურადღებას აქცევდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ ამ მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ჰეიდარ ალიევი ქართული ხელოვნების, კულტურის, ლიტერატურის, მუსიკის, კინოს დიდი თაყვანისმცემელი იყო.

ქალბატონებო და ბატონებო, ახლა პრეზიდენტ ილჰამ ალიევი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ მდიდარ ისტორიულ ტრადიციას აგრძელებენ და  დემოკრატიული გზით ავითარებენ ჩვენს დამოუკიდებელ ქვეყანათა ეროვნულ ინტერესებს.

იმედი მაქვს, რომ დღეს დაწყებული თეატრის პროფესიონალი კოლექტივი შესანიშნავად გამოიყენებს აქ შექმნილ პირობებს, ახალი პროექტებით ქალაქ თბილისის კულტურულ ცხოვრებაში დიდ წვლილს შეიტანს.  ეს კი, თავის მხრივ, აზერბაიჯანისა და საქართველოს კეთილმეზობლურ, მეგობრულ და ძმურ ურთიერთობებს უფრო გააძლიერებს და კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ხალხს.

დარწმუნებული ვარ, რომ თეატრი კულტურისა და ხელოვნების მოყვარულთათვის ღირსეული საჩუქარი იქნება, ამასთან ერთად ქალაქ თბილისს, სადაც ისტორიისა და თანამედროვეობის იდეალური ჰარმონიაა,  უფრო გაალამაზებს. საქართველოს დედაქალაქის კულტურულ კერად გადაიქცევა.

აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ ჰეიდარ ალიევის სახელობის ამ კულტურის კერის ახალი შენობის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია სწორედ მიმდინარე წელს − აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის დაბადების 100 წლის იუბილეს − ემთხვევა. ჰეიდარ ალიევის შესანიშნავ იუბილესთან დაკავშირებით საქართველოშიც არაერთი ღონისძიება ჩატარდა.

საერთო ეროვნული ლიდერის ხსოვნისადმი ასეთი დიდი პატივისცემის გამო ჩემი და აზერბაიჯანის მთავრობის სახელით ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს მადლობა მინდა გადავუხადო.

მინდა ერთი ნიუანსიც აღვნიშნო, აზერბაიჯანში, როგორც ყოველთვის, საქართველოს დიდებული პიროვნებები დიდი პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობენ.

ასე რომ, ამ დღეებში აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქში – განჯაში − ცნობილი ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური დაფა შეიქმნა, იმ შენობის წინ, სადაც ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. 

ამასთან ერთად აზერბაიჯანის კახის რაიონში მოქმედი ქართული სახელმწიფო დრამატული თეატრი დიდი ქართველი მოღვაწის − ილია ჭავჭავაძის სახელს ატარებს და შესაბამისი წესით ოფიციალური სახე მიენიჭა.

კიდევ ერთხელ მადლობა ყველას ამ ღონისძიების ორგანიზებისათვის და გილოცავთ დღევანდელ ისტორიულ მოვლენას! მადლობა საქართველოს მთავრობას! პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, თქვენი მოწვევით ჩვენ გუშინ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში” ვიღებდით მონაწილეობას. ბატონ პრემიერ-მინისტრს და ორგანიზატორებს მაღალი დონის სტუმართმოყვარეობისთვის კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო. როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ორგანიზებით სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარებისთვის არაერთი მოლაპარაკება მიმდინარეობდა”, – განაცხადა ალი ასადოვმა.

პრემიერ-მინისტრებმა შენობა დაათვალიერეს და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია „სოკარ ენერჯი ჯორგიას” გენერალური დირექტორისგან – მაჰირ მამმედოვისგან მიიღეს.

ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 1872 წელს დაარსდა და 1947 წლამდე მოქმედებდა, ხოლო  შემდეგ უკვე 2004 წელს საერთო ეროვნული ლიდერის სახელით დაიწყო საქმიანობა. 

აზერბაიჯანული დრამატული თეატრის ამ დრომდე არსებული შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, რის გამოც აუცილებელი გახდა ახლის აშენება. თეატრის ახალი შენობა საელჩოს გვერდით, ვახტანგ გორგასლის 25 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთზე აშენდება. აღნიშნული ტერიტორია აზერბაიჯანული კაპიტალის კომპანიას „Confidence Group”-ს ეკუთვნის. ნაკვეთის  ფართობი არის 2565 მ2.

ცერემონიას თბილისის მერი − კახა კალაძე, საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი − ფაიგ გულიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი წევრი − ზურაბ პატარაძე და საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობათა წევრები ესწრებოდნენ.

აზერბაიჯანის თეატრი
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში უნიკალური მცენარეები და მნიშვნელოვანი ექსპონატები დაზიანდა

21:56; 28 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ირანელი ხალხის მხარდასაჭერად ირანის საელჩოსთან მოქალაქეები შეიკრიბნენ

20:02; 28 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ხანძარი სწრაფად გავრცელდა – საცხოვრებელი სახლი დაიწვა

17:57; 28 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა

17:32; 28 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!”- ისრაელში საელჩო განცხადებას ავრცელებს

14:12; 28 თებერვალი, 2026

გაცემული და გაუქმებული ლიცენზიები _ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ანგარიში

რა უფლება შეიძლება მიენიჭოს სებ-ს და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს

ყველა სიახლე

x
პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: მედიების გადასაწყვეტია, რომ სამართლებრივი გზით დაიცვან საკუთარი უფლებები

9:22; 1.03.2026
ზაფრანი

რა კურიოზი გადახდა თავს ანსამბლ “ფაზისს”

9:13; 1.03.2026
პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: გადაწყვეტილებაში, რაც გამოქვეყნდა სანქციებთან დაკავშირებით, პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილებაც მიიღეს ვარაუდების თუ ეჭვების საფუძველზე

9:03; 1.03.2026
მსოფლიო

ისრაელში მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმის გამო, განგაშია

8:45; 1.03.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი ირანის საკითხის დიპლომატიურ გადაწყვეტაზე: ცხადია, ეს ახლა ბევრად უფრო ადვილია

8:40; 1.03.2026
მსოფლიო

ირანის უზენაესი ლიდერი ლიკვიდირებულია

23:55; 28.02.2026
მსოფლიო

ირანში საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

22:18; 28.02.2026
საზოგადოება

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში უნიკალური მცენარეები და მნიშვნელოვანი ექსპონატები დაზიანდა

21:56; 28.02.2026
სამართალი

მიხეილ ქავთარაძის მკვლელობა- ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს, ხოლო მსჯავრდებულს, ახალი ბრალი წარუდგინეს

21:13; 28.02.2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი საქართველოს 2026 წლის ჩემპიონი გახდა 11 წლამდე ასაკის ჭაბუკებს შორის

20:49; 28.02.2026
პოლიტიკა

“ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით, საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ”- მაკა ბოჭორიშვილი

20:40; 28.02.2026
საზოგადოება

ირანელი ხალხის მხარდასაჭერად ირანის საელჩოსთან მოქალაქეები შეიკრიბნენ

20:02; 28.02.2026
მსოფლიო

ისრაელის დარტყმების სამიზნე ხამენეი და პეზეშკიანი იყვნენ – იერიშის შედეგები ჯერჯერობით უცნობია

18:53; 28.02.2026
საზოგადოება

ხანძარი სწრაფად გავრცელდა – საცხოვრებელი სახლი დაიწვა

17:57; 28.02.2026
საზოგადოება

მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა

17:32; 28.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო