აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მზადაა გაათავისუფლოს ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები. აღნიშნული განცხადება VESTNIK KAVKAZA-ს ინფორმაციით, აზერბაიჯანის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის წარმომადგენელმა, ნიზამ ოსმანოვმა გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, აზერბაიჯანის არმიამ აპრილში მტერს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა და მისი პროვოკაციები შეაჩერა.
„კიდევ ერთხელ ხდება აზერბაიჯანის ძალის დემონსტრირება. შეტაკებებმა დაგვანახა რომ აზერბაიჯანელი ხალხი და ქვეყანა, არასოდეს შეურიგდება აგრესიას და ნებისმიერ ფასად აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას“,_განაცხადა ოსმანოვმა.
ამავე თემაზე:
მთიან ყარაბაღში სამხედრო ქმედებებს 5 აზერბაიჯანელი სამხედრო ემსხვერპლა
ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევას აზერბაიჯანელი სამხედრო ემსხვერპლა