აზერბაიჯანის არმიამ ქალაქი ლაჩინი აიღო, იუწყება Azernews პრეზიდენტ ილჰამ ალიევზე დაყრდნობით.
„დღეს, 26 აგვისტოს, ჩვენ აზერბაიჯანელები ქალაქ ლაჩინში დავბრუნდით. აზერბაიჯანის არმია ახლა ქალაქ ლაჩინშია განლაგებული. კონტროლის ქვეშ აიღეს სოფლები ზაბუხი და სუსი. ვულოცავ ამ დღეს ლაჩინის ყველა მცხოვრებს და აზერბაიჯანელ ხალხს. გაუმარჯოს ლაჩინს! გაუმარჯოს აზერბაიჯანს!”_ დაწერა ალიევმა ტვიტერზე.