მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივნის თანამდებობა აღარ შეიქმნება.
,,სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ის აჟიოტაჟი, რაც ვიხილეთ მასმედიაში, რეალობას ნამდვილად არ შეესაბამება. ჩვენ ამ მიმართულებით არავითარი ახალი ინსტიტუტის დანერგავს არ ვაპირებთ, იქნებიან მინისტრის მოადგილეები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან შესაბამისი დარგების განვითარებაზე“, _ თქვა ბახტაძემ.