https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

აზიური ფაროსანას “საარჩევნო კამპანია” დასავლეთ საქართველოში

8:09; 4.09.2017
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

აზიური ფაროსანა, რომელსაც გურიაში “ცუანას” ეძახიან, “უცხო ხილი” აღარავისთვის არის. დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კი სამეგრელოსა და გურიაში მისი ნახვა ყველგან შეიძლება _ თხილისა და საყანე ფართობებში, ხეხილის ბაღებში და სახლებში.

_ საარჩევნო კამპანიაც ამას ქვია. დღისა და ღამის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ ყველგან. სახლში დაძინება შეუძლებელია _ ყველგან ესენი არიან, _ პრობლემის აღწერას ხუმრობით ცდილობენ გურიაში.

_ “ცუანა” ეძახე შენ და კი მოგვთხარა გურიისა და სამეგრელოს სოფლები. დროა მოგვხედონ, _ აღნიშნავს ლანჩხუთელი ლადო აფხაზავა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ დროულად უნდა იმოქმედოს და შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს.

იგივეს ამბობენ გურიის სხვა მუნიციპალიტეტებშიც და ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

ხელისუფლება ბრალდებებს არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ მავნებელთან საბრძოლველად ღონისძიებები ინტენსიურად ტარდება:

“სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ამ დროისთვის 2 ათასამდე ჰექტარი ფართობია შეწამლული და წინასწარი მონაცემებით, 3 ათასამდე ჰექტრის დამუშავებაა დაგეგმილი. მავნებლის გავრცელების კერები და საკარმიდამო ნაკვეთები თერმული ნისლის ტექნოლოგიით და სამანქანე აგრეგატებით მუშავდება.

გურიის სამხარეო ადმინისტრაცია და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აქტიურად არიან ჩართულები იმ მასშტაბურ ღონისძიებებში, რომლებიც აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტარდება. გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მუშაობს სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკა და სპეციალისტები. ჩვენ, სააგენტოსთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ მავნებლის გავრცელების კერების იდენტიფიცირებაში, რათა სრულად და დროულად მოხდეს ღონისძიებების გატარება”, _ აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები განმარტავენ, რომ მავნებელთან ბრძოლა ამერიკული გამოცდილებით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების რეკომენდაციით, შეწამვლითი სამუშაოების დაწყება მიზანშეწონილია მაის-ივნისში, მავნებლის დაფრთიანებამდე (ნიმფის ასაკში). 

“გურია ნიუსი” დაინტერესდა, რამ გამოიწვია ფაროსანას გამრავლება აგვისტოში იმ ფონზე, როცა მაის-ივნისში, შეწამვლის პროცესი სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, ასე თუ ისე, გახორციელდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ წამლობა უცხოელი სპეციალისტების რეკომენდაციით ჩატარდა:

_ მაის-ივნისში შეწამვლა ჩატარდა თხილზე. იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ ვებრძოლოთ მავნებელს, უნდა ვიცოდეთ მისი ბიოლოგია. ფაროსანა იზამთრებს, როგორც სახლებში, ნაგებობებში, ასევე, ტყეში. კორეაში, სადაც მისი სამშობლოა, ფუღურო ხის მავნებელს ეძახიან. მისი გამოსვლა ერთდროულად არ ხდება _ მეზამთრეობის ფაზიდან რომ გამოდის, ბუნებაში ხვდება გაჭიანურებულად, ერთი და იგივე ასაკისაც არ არის. წელს, იმის გამო, რომ ცივი და ნალექიანი გაზაფხული იყო, გამოსვლა გაჭიანურდა მაისიდან ივნისის 15-მდე. პირველი, რაც გამოსვლისთანავე შეიძლება გაეკეთებინა, იყო ის, რომ შესეოდა თხილს, რადგან თხილი ყველაზე ადრე მწიფს სამეგრელოსა და გურიაში. ამიტომ, პროგრამის ძირითადი მიზანი თხილის დაცვა იყო.

_ რომელიც ვერ დაიცავით და პრაქტიკულად მოსავალი აღარ არსებობს…

_ ჩვენ ამერიკელი სპეციალისტების რეკომენდაციით და გამოცდილებით პირველად თხილი შევწამლეთ, მაგრამ უფრო ადრე მოსახლეობას უნდა შეეწამლა სოკოვან დაავადებაზე. ამას სახელმწიფო ვერ იზამდა და მოსახლეობას წინა წლის გამოცდილება ჰქონდა ამ საკითხში. არ შეწამლეს და სავალალო მდგომარეობაც ამის გამოა. დასავლეთ საქართველოში, მაისში მოვიდა ორნახევარჯერ მეტი ნალექი, ვიდრე წლიური ნორმაა. ამან გამოიწვია სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების განვითარება და ესაა თხილის გაფუჭების ძირითადი მიზეზი. გულის სიდამპლე გამოიწვია სოკოვანმა ბაქტერიამ, რომელიც შევისწავლეთ, სპეციალისტებიც ჩამოვიყვანეთ და თურქეთშიც წავიღეთ ნიმუშები. აღმოჩნდა სანტომონას ბაქტერია და სწორედ ამან გააფუჭა თხილი და არა ფაროსანამ.

_ ფაროსანა ახლა ყანებს შეესია…

_ ეს არის ტყეებიდან გამოსული მოზამთრე ფაზა, რომელმაც თხილს აუარა გვერდი და პირდაპირ გადავიდა სიმინდში. ამიტომ არის ამ მავნებელთან ბრძოლა ძნელი, რომ პოლიფაგია _ იკვებება ყველაფრით, განსხვავებით ამერიკული თეთრი პეპლისგან, რომლის მატლები ერთ ადგილზე იყო მიმაგრებული და ადვილი იყო მასთან ბრძოლა. ფაროსანა კი ბუნებაში მიგრირებს. ახლა, სადაც მაქსიმალური რაოდენობაა, ის კულტურები უნდა შეიწამლოს.

_ ბატონო ზურაბ, ფაროსანა უკვე სახლებშიც შედის, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათ არ აქვთ ინფორმაცია, როგორ ებრძოლონ მავნებელს…

_ მთავარი ამ მავნებელთან ბრძოლის წინააღმდეგ არის ინფორმაციის გავრცელება. ამერიკაში 16 წელია ებრძვიან ფაროსანას და კარგი შედეგი მოქალაქეების და სახელმწიფოს თანამშრომლობამ მოიტანა. ისინი შესაბამის სამსახურებს აწოდებენ ინფორმაციას მავნებლის გავრცელების ადგილებზე. ჩვენს რეალობაში კი ეს არ მომხდარა. 100 000 ბუკლეტი იქნა დარიგებული მოსახლეობაში ფაროსანას ბიოლოგიაზე, გასატარებელ ღონისძიებებზე და ა. შ. სამწუხაროდ, ძალიან ინდიფერენტულია მოსახლეობა. როგორც ამერიკული თეთრი პეპლის შემთხვევაში იყო, ისე მეორდება ახლაც _ თავის საკუთარ ეზოში არ აინტერესებთ შეწამვლის პროცესი. არ ვიცი, ეს რატომ ხდება. შემიძლია გითხრათ, რომ იყვნენ ინფორმირებულები, ჰქონდათ შარშანდელი გამოცდილება და იცოდნენ, რომ შარშან თხილი ნაცარმა დააზიანა. მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ჩაეტარებინათ სანიტარული ჭრები შემოდგომაზე, თუმცა, ეს არავინ გააკეთა. დამერწმუნეთ _ მხოლოდ სახელმწიფოს და ერთი წამლობის იმედით ეს პრობლემა არ გადაწყდება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ზურაბ ლიპარტიამ.

მისივე თმით, აუცილებელია, რომ მოსახლეობამ მექანიკური ღონისძიებები თავადაც გაატაროს და გაითვალისწინონ, რომ ერთი ფაროსანას მოკვლით 200-ით მცირდება მომავალ წელს პოპულარიზაცია.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი _ გავრცელებული ინფორმაციით, ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველი წამალი “ზონდერი”, რომელიც ექსკლუზიურად იყიდა სახელმწიფომ, ვეტაფთიაქებში გაიყიდა. მოსახლეობა ეჭვობს, რომ სწორედ ესაა მავნებლის ასე ფართოდ გავრცელების მიზეზი:

_ ეს ინფორმაცია ჩვენამდეც მოვიდა. დადის ხმები, ყველგან არ შეასხურეს და რეალიზაციაში გავიდა წამალიო, თუმცა, რამდენიმე ადგილზე გადავამოწმეთ, ამის ვერც ერთი ფაქტი ვერ ვნახეთ. თუ თქვენ ან ვინმეს აქვს ინფორმაცია და ფაქტი ამის შესახებ, ძალიან გთხოვთ, მოგვაწოდოთ და დამერწმუნეთ, მკაცრ ზომებს გავატარებთ. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ მსგავსი ფაქტი ვერ მოვიპოვეთ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ “ზონდერის” ანალოგიური პრეპარატი _ “ტალსტარი” საქართველოში 10 წელია, რაც იყიდება. ის ისევე შეიცავს ბიფეტრინს, როგორც “ზონდერი”, რომელიც ქვეყანაში მხოლოდ ჩვენი პროგრამის ფარგლებშია შემოსული და მისი გაყიდვა არ დაშვებულა, _ აღნიშნა ლიპარტიამ ჩვენთან საუბრისას.

იგივეს ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას მცენარეთა დაცვის აგრონომი გურამ მინდიაშვილი, რომელმაც ქვეყანაში “ზონდერი” შემოიტანა:

_ მე შემოვიტანე ბიფეტრინის შემცვლელი პრეპარატი “ზონდერი”, რომელიც გაყიდვაში არ გაგვიცია _ შეისყიდა სახელმწიფომ და განკარგა. სხვაგან არსად არ იყიდება წამალი “ზონდერის” დასახელებით. ზუსტად იმდენი შემოვიტანე, რამდენიც სახელმწიფოს სჭირდებოდა და მეტი არ გამიიმპორტებია.

_ ბატონო გურამ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე წერია, რომ წამლობა მაის-ივნისში უნდა მოხდეს. თქვენი ინფორმაციით, საკმარისი იყო თქვენ მიერ შემოტანილი წამალი? არსებობს იმის ალბათობა, რომ დააკლეს? თუ არა, რატომ გავრცელდა ასე მასობრივად მავნებელი?

_ წამლობები ჩატარდა და თვითონ პრეპარატს, როგორც მე ვიცი, სამინისტროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისგან, ბრწყინვალე შედეგი ჰქონდა. “ზონდერს” ძალიან მაღალი ტოქსიკური თვისებები გააჩნია მავნებლების წინააღმდეგ.

რაც შეეხება ფართოდ გავრცელების გამომწვევ მიზეზს _ მავნებელი არის პოლიფაგი, ის ჭამს ყველაფერს, რაც მწვანეა და მარტო თხილით არ შემოიფარგლება. ეს პროგრამა მხოლოდ თხილზე იყო, სხვა კულტურები არ დამუშავებულა და გადავიდა სხვა მცენარეებზე. ჩემი აზრით, ნახა საუკეთესო გზა განვითარებისა და გამრავლდა წინააღმდეგობის გარეშე. გამრავლების და გადარჩენის უნარით გამორჩეული მავნებელი ყოფილა, რაც ჩვენთვის ახალია. როგორც ვიცი, მასთან ბრძოლა ძალიან რთულია _ მასიური და ფართო ღონისძიებებია გასატარებელი, განსაკუთრებით ვენახშია საშიში.

_ ფიქრობთ, რომ ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები საკმარისია?

_ ახლა “მოუკრეფავში” გადავდივართ _ მე პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გავაკეთებ. სახელმწიფო კარგად იბრძვის, სუსტად თუ ნახევარად, მე მაგას ვერ შევაფასებ. ისე, ქმედითი ღონისძიებები რომ გაატარა, ვიცი. ისიც ვიცი, რომ ბევრმა არ შეწამლა _ შხამიაო. იმ ფოსფორულ პრეპარატებთან შედარებით, რასაც წლებია ვიყენებთ, ეს პრეპარატი ნაკლებად ტოქსიკურია, _ გვითხრა მინდიაშვილმა, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილეს ეთანხმება და აღნიშნავს, რომ მავნებელს მოსახლეობამაც უნდა ებრძოლოს.

“გურია ნიუსი” შეგახსენებთ, რომ თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ მოსახლეობამ გამოსაზამთრებლად თავშეფარებული მავნებლები უნდა შეაგროვოს და მექანიკურად გაანადგუროს. ხეხილისა და თხილის ბაღებში მაისიდან უნდა ჩატარდეს ყოველკვირეული დაკვირვება მასპინძელ მცენარეებზე.

მათივე ინფორმაციით, მცენარეები ინსექტიციდებით უნდა დამუშავდეს მხოლოდ მავნებლით დასნებოვნებულ ადგილებში. მნიშვნელოვანია, ქიმიური წამლობა ჩატარდეს ნიმფის (მატლის) ფაზაში. მავნებლის წინააღმდეგ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას საქართველოში რეგისტრირებული პირეტროიდების, ნეონიკოტინეოიდების, კარბამატების ჯგუფის პრეპარატები.

საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურია პირეტროიდული ჯგუფიდან ბიფეტრინის შემცველი პრეპარატები _ ტალსტარი, ინსეკარი. პრეპარატების ხარჯვის ნორმაა 0.6 -1ლ ჰექტარზე. ინსექტიციდების პირველადი შესხურება უნდა მოხდეს არა უგვიანეს ივნისის ბოლოს.

პესტიციდების გამოყენებისას აუცილებელია დაცვის ინდივიდუალური საშუალებები _ სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, რესპირატორი, აირწინაღი, დამცავი სათვალე და ხელთათმანი! შესხურებისას აკრძალულია თამბაქოს მოწევა, საკვებისა მიღება. პესტიციდების გამოყენების წინ დახურეთ სასმელი წყლის ჭები, დაამწყვდიეთ ფრინველი, საქონელი, შეზღუდეთ ფუტკრის ფრენა!

გახსოვდეთ, რომ შეწამლული პროდუქტის საკვებად გამოყენება დაუშვებელია წამლობიდან 18-20 დღის განმავლობაში; წამლობა ტარდება უქარო ამინდში დილას ან საღამოს, ან ღრუბლიან ამინდში შუადღის საათებში; არ შეიძლება ქიმიური პრეპარატების გამოყენება ღია წყალსაცავებისა და წყალსატევების სიახლოვეს!

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ჭაკუნობა

საქართველოში აშშ-ს ჯავშანტექნიკა ჩამოვიდა

ყველა სიახლე

სამართალი

პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

22:47; 27.01.2026
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 59 პირი შეიწყალა

22:34; 27.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

22:30; 27.01.2026
საზოგადოება

საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდა – რა მიმართულებაზე და რამდენით მოიმატა ფასმა

21:15; 27.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:04; 27.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს „მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების“ კურსი დაემატა

18:01; 27.01.2026
საზოგადოება

სად აშენდება ახალი საბავშვო ბაღები გურიისა და სხვა მუნიციპალიტეტებში

17:40; 27.01.2026
საზოგადოება

საავტომობილო გზების განცხადება – სად რა სახის ტრანსპორტზეა დაწესებული შეზღუდვა

16:52; 27.01.2026
საზოგადოება

“უკომენტაროდ”- რა ფოტო ვრცელდება გურიიდან

16:37; 27.01.2026
სპორტი

თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა

16:24; 27.01.2026
სპორტი

პიოტრ იანი: ჩემი შემდეგი ბრძოლა მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ შედგება

16:12; 27.01.2026
სამართალი

ქმარმა ცოლი მოკლა

16:05; 27.01.2026
სამართალი

და-ძმის ცხედრები იპოვეს

15:21; 27.01.2026
პოლიტიკა

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე აღსრულების პროგრესზე კრიტიკული ანგარიში წარუდგინეს

15:12; 27.01.2026
სამართალი

პროკურატურამ უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

14:54; 27.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო