აზიური ფაროსანას სრულად გასანადგურებლად, საქართველოს 5-6 წელი დასჭირდება, _ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ განაცხადა. მისი განმარტებით, პრობლემა საკმაოდ მასშტაბურია და მის სრულად გასანადგურებლად ისეთ განვითარებულ ქვეყანას, როგორიც ამერიკაა 16 წელი დასჭირდა.
მისივე თქმით, იმისთვის რომ მავნებელი სრულად განადგურდეს, აუცილებელია სახელმწიფოსთან ერთად მოსახლეობის აქტიური ჩართულობა.
“ორი საკითხი უნდა განვასხვაოთ, ეს არის თხილის მოვლა და წამლობების ჩატარება. კოლხეთის დაბლობზე, წვიმიანი კლიმატის პირობებში, თხილს მინიმუმ 5 წამლობა უნდა. ჩვენ კონკრეტულად ვებრძოდით ერთ მავნებელს, რომელიც იყო ჩვენი მთავარი სამიზნე, ხოლო დანარჩენი წამლობები ფერმერებმა არ განახორციელეს, რის გამოც დაგროვდა სოკოვანი და ბაქტერიოლოგიური დაავადებების საკმაოდ მაღალი ფონი, რამაც გამოიწვია გულის სიდამპლეები.
ეს უკვე მეორე წელია გრძელდება, ჩვენ უკვე მომზადებული გვაქვს კონკრეტული რეკომენდაციები თითოეული ოჯახისათვის და მათ უახლოეს მომავალში მივაწვდით, თუ რა ღონისიებები უნდა გატარდეს მიმდინარე წლის შემოდგომაზე. ფაროსანასთან ბრძოლა არის მრავალწლიანი და ის ალბათ 5-6 წელს გავრძელდება”, – განცხადა ზურბ ლიპარტიამ.
მისივე თქმით, საელმწიფოს, აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად უკვე აქვს შემუშავებული სტრატეგიული გეგმა.
1tv.ge