უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 1000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი, რომელთაგან ბევრი დაშავდა, კვლავ რჩება აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში.
გასულ კვირას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შემდეგ ფოლადის ქარხანა რუსეთის ძლიერი ცეცხლის ქვეშაა და, როგორც ვარაუდობენ, სულ მცირე 100 მშვიდობიანი მოსახლე ისევ იქ რჩება.
“ასობით დაშავებულია. ადამიანებს სერიოზული დაზიანებები აქვთ, საჭიროებენ სასწრაფო ევაკუაციას”, – განუცხადა AFP-ს ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა.
BBC-მ ვერ შეძლო ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება.