ბაღდათის სოფელ როხში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
“დამწვარია 90 კვ. მ. ფართობი. მეხანძრე–მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე წუთში მოახერხეს. დროული რეაგირების შედეგად დაწვას გადაურჩა შენობის გვერდით მდგარი სათავსოები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო–სამაშველო ჯგუფი. ხანძარი ლიკვიდირებულია”, _ ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.