გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში მამაკაცებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას “მოზაიკა” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი გარდაცვლილის ბაღში საქონლის შეშვებას მოჰყვა.
“გარდაცვლილის ბაღში შეუშვა საქონელი ამ კაცმა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. საქონლის მეპატრონემ გარდაცვლილს ხელი დაარტყა, რის მერეც მას ინსულტი განუვითარდა”, – უთხრეს “მოზაიკას”.
ფიზიკური დაპისრიპირების შემდეგ, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა.
მომხდარს ადასტურებს სოფელში მერის წარმომადგენელიც.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.