პარლამენტის შენობის წინ ნაძვის ხის მონტაჟს, უფლებადამცველი ბაია პატარაია ეხმაურება.
“შუა ბრძოლის ველზე ნაძვის ხის დადგმა როგორი დაცინვა და ირონიაა. ნამუსგარეცხილ ქოცებს უნდათ პლასტმასის გადარჩენა იქ, სადაც ადამიანი ვერ გადარჩენილა.
ქოცების მახინჯ პროპაგანდას სურს, რომ ეგ ნაძვის ხე დაიწვას და მერე ლოყა იხოკონ, ბავშვებს ნაძვის ხე დაუწვეს ამ ველურებმაო. მაგ ნაძვის ხეს და ბიძინას ერთი ბედი რომ ეწევათ ბოლოს, ეგ თუ იცის ბიძინა რუსმა?
პ.ს. გადაეცით, რომ ნეილონის ნაძვის ხეს წყველა არ ახლავს თან, აი, ბაობაბის დამზიანებელი კი სამუდამოდ დაწყევლილია აფრიკული რწმენის მიხედვით :)))) ინერვიანოს ცოტა მაგ ქადჟმა”,_ წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.