აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნებში რამდენიმე ათასი ჯარისკაცის, აგრეთვე, სამხედრო ხომალდების და ავიაციის განლაგების გეგმას განიხილავს, _ იუწყება The New York Times.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ გეგმის განხილვა რუსეთის მხრიდან უკრაინაზე შესაძლო შეჭრამ გამოიწვია.
კემპ დევიდში, პრეზიდენტის ქალაქგარე რეზიდენციაში პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბაიდენს მოქმედების რამდენიმე გეგმა წარუდგინეს. ერთ-ერთი მათგანია აღმოსავლეთ ევროპაში 1 000-დან 5 000 ჯარისკაცის გაგზავნა და მდგომარეობის გაურესების შემთხვევაში, ამ რაოდენობის გაათმაგება.
აღსანიშნავია, რომ პენტაგონის მიერ წარდგენილ არც ერთი გეგმაში არ შედის აშშ-ს სამხედრო ძალების თავად უკრაინაში განთავსება.