“ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ისრაელმა და უკრაინამ მიაღწიონ წარმატებას თავიანთ ომებში”,_ განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
ბაიდენის განცხადებით, თუ საერთაშორისო აგრესია გაგრძელდება, კონფლიქტი და ქაოსი შეიძლება გავრცელდეს მსოფლიოს სხვა ნაწილებში.
”ჰამასი და პუტინი სხვადასხვა საფრთხეებს წარმოადგენენ, მაგრამ მათ ერთი საერთო აქვთ, ორივეს უნდათ მეზობელი დემოკრატიის სრული განადგურება“,_ განაცხადა ბაიდენმა.