ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა ფედერალური შეწყალება მარიხუანას „უბრალო შენახვის“ გამო.
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეიწყალა ყველა ამერიკელი, რომლებიც ეროვნულ დონეზე გაასამართლეს მცირე ოდენობით მარიხუანას ფლობის გამო.
ოფიციალური პირების შეფასებით, შეწყალება შეეხება დაახლოებით 6,500 ადამიანს, რომლებიც მსჯავრდებულები არიან მარიხუანას შენახვისთვის.
ამჟამად ფედერალურ ციხეში არავინ იმყოფება მხოლოდ მარიხუანას შენახვის გამო. მსჯავრდებების უმეტესობა ხდება სახელმწიფო დონეზე.
მაგრამ ფედერალური შეწყალება ადამიანებს გაუადვილებს დასაქმებას, საცხოვრებელს და განათლებას, თქვა ბაიდენმა.