ცოტა ხნის წინ მუსიკათმცოდნე პიტერ კუპფერმა სატელევიზიო რეკლამაში იოჰან სებასტიან ბახის ნაწარმოებების გამოყენების შემთხვევები შეისწავლა და უცნაური კანონზომიერება აღმოაჩინა.
კუპფერი, რომელმაც 2009-2019 წლებში აშშ-ში რეკლამაში ბახის ნაწარმოებების გამოყენების 19 შემთხვევა შეისწავლა, აცხადებს, რომ მარკეტოლოგები კლასიკურ მუსიკას გასაყიდი პროდუქტის პრესტიჟულობის ხაზგასასმელად იყენებენ, თუმცა ბახის მუსიკას მომხმარებლის დამშვიდება შეუძლია, რაც პროდუქტის გაყიდვებს ზრდის.
„მომხარებელს ექმნება განცდა, რომ ამ პროდუქტის შეძენა მის ცხოვრებას უფრო ბედნიერს, ჯანმრთელს და უსაფრთხოს გაზრდის. ბახის მუსიკის გამოყენება უკავშირდება ახალ ტენდენციას, როდესაც რეკლამის დამკვეთი ტრადიციულ ფორმაზე უარს ამბობს და ე.წ. ტრანსფორმაციულ რეკლამას ირჩევს. ასეთ შემთხვევაში ხაზი ესმება არა პროდუქტის ფაქტობრივ უპირატესობებს, არამედ კონკრეტული ბრენდის მომხმარებლის განცდებთან ასოცირებას“. – აცხადებს კვლევის ავტორი.
[sexy_author_bio]