გურიაში, ბახმარო–გომისმთის ტერიტორიაზე, ახალი ეროვნული პარკი დაარსდება.
აღნიშნული პროექტის შესახებ საუბარი იყო დღეს სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი სახოკიას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე.
როგორც ცნობილია, პროექტის დეტალური პრეზენტაცია ივნისის ბოლოს გაიმართება.