კურორტ ბახნაროში კიდევ ერთი ტურისტი რამდენიმე საათის წინ დაშავდა. უზბეკეთიდან მთაში სასრიალოდ ჩამოსულ დენის გრიგოროევს, სავარაუდოდ, ფეხი აქვს მოტეხილი. იგი ამ წუთებში ჩოხატაურის “ავერსის” კლინიკაში იმყოფება და კვლევები უტარდება.
შეგახსენებთ, რომ ბახმაროში ორი დღის წინ გერმანელი ტურისტი დაშავდა, რომელმაც ორივე წვივი მოიტეხა. დაშავებული ჩოხატაურიდან თბილისში რეანომობილით გადაყავდათ. რეფერალური დახმარების ავტომობილი ხაშურში ავარიაში მოყვა და ტურისტმა დამატებითი დაზიანებები მიიღო, თუმცა, ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.