ბახმაროში კოვიდტესტირების კაბინეტი მუშაობას შეუდგა.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში „გურია ნიუსს“ განუცხადეს, რომ კოვიდტესტირების კაბინეტი ბახმაროს ამბულატორიის შენობაში 11 საათიდან 16 საათამდე იმუშავებს.
ტესტირების ჩატარება ნებისმიერ მსურველს შეეძლება სამუშაო დღეებში.