სეისმოლოგიური ცენტრის მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, ბახმაროზე მიწისძვრა განმეორდა.
მიწისძვრის ბიძგები დღეს 12:07 წუთზე დაფიქსირდა. თუმცა, როგორც სეისმოლოგიური ცენტრი დღეს, თავდაპირველად იუწყებოდა, მიწისძვრის ეპიცენტრი ოზურგეთთან, სოფელ გომში იყო.
განახლებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგებმა 4.4 ბალი შეადგინა და ბახმაროდან 2 კილომეტრში დაფიქსირდა.
ცნობისთვის, მიწისძვრა ბახმაროსთან 3 კილომეტრში გუშინ საღამოსაც დაფიქსირდა.































































