უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოპერაციები აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ბახმუტის დასაცავად გაგრძელდება და ამას მხარს უჭერენ უფროსი გენერლები.
ზელენსკიმ საღამოს სიტყვით მიმართვისას განაცხადა, რომ ბახმუტის საკითხი განიხილა უფროს გენერლებთან ერთად.
”მათ აირჩიეს არა უკან დახევა, არამედ ჩვენი თავდაცვის გაძლიერება. სარდლობამ ერთხმად დაუჭირა მხარი ამ პოზიციას, სხვა პოზიციები არ იყო, მთავარსარდალს ვუთხარი, შესაბამისი ძალები გამოეჩინათ, რომ ბახმუტში ჩვენს ბიჭებს დავეხმაროთ”,_ განაცხადა ზელენსკიმ.