ოზურგეთში, ნასაკირალის 8,5 კმ-იანი მონაკვეთის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ და ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ დაათვალიერეს.
“სოფელ ბახვის გადასახვევიდან – დვაბზუს მიმართულებით, ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაცია ინტენსიურად გაგრძელდება და პროექტი, 2022 წლის მაისის ბოლოს დასრულდება. პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ვახორციელებთ,” – აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.
(R)