2023–2024 სასწავლო წლისთვის კომპანია ბახვი ჰესმა მოსახლეობასთან შეთანხმებული სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსის პროგრამა განაახლა. პროგრამის მიხედვით, შეხვედრები ჩატარდება, როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლაში, ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას საჯარო სკოლაში. ტრენინგი უფროსკლასელთათვის, კერძოდ 9,10,11,12 კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი.
განახლებული პროგრამის მიზანია: მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება – როგორ ვუფრთხილდებით გარემოს და როგორ ვიყენებთ ბუნებრივ რესურსებს გონივრულად; ნარჩენების მართვა; პროექტების წერის უნარების გამომუშავება; სტიქიური მოვლენებისა და კატასტროფების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ამ დროს ქცევისა და უსაფრთხოების წესები; ენერგოუსაფრთხოებისა და ბუნებრივი რესურსების შესახებ ცნობიერების ამაღლება; ჰიდროენერგეტიკული ობიექტები – მათი მართვა და გამოყენება; განახლებადი ენერგიების არსი და მათი დადებითი როლი კლიმატის ცვლილების კონტექსტში. ასევე, აბიტურიენტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება პროფესიულ ორიენტაციის საკითხების ირგვლივ, რათა უფროსკლასელებმა იცოდნენ, რომელი პროფესიებია დღესდღეობით მოთხოვნადი და რა არჩევანი აქვთ, როცა იღებენ გადაწვეყილებას იმის შესახებ, თუ რომელ ფაკულტეტზე გააგრძელონ სწავლა. 2023 – 2024 სასწავლო წლის მანძილზე გაიმართება 13 შეხვედრა, მათ შორის, ერთი გასვლითი ექსკურსია. გარემოს დაცვით საფუძვლებსა და განახლებადი ენერგიის მოდულს წარუძღვებიან გიორგი ბერეჩიკიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის ტყის დაცვის სამმართველოს უფროსი და ხათუნა იოსავა, საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი 2015 წლიდან. განახლებული მოდული მიმართულია მოსწავლეთა ჩართულობაზე და მათთან ერთად ეკო-მეგობრული გარემოს შექმნაზე. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved