| ბახვი ჰესის პროექტის ფარგლებში, კომპანიის გარემოსდაცვისა და სოციალური მმართველობის სტრატეგიის თანახმად, სამშენებლო სამუშაოების პარალელურად ხორციელდება საპროექტი ტერიტორიის გამწვანების სამუშაოები.
გამწვანების პროექტის ფარგლებში, 2024 წლის ზაფხულის პერიოდში, ბახვი 2ბ ჰესის ტერიტორიაზე დაირგო 65 ნეკერჩხლის ნერგი.
ასევე, ბახვი 2 ჰესის მონაკვეთზე, 7 ჰექტარ ტერიტორიაზე, ჰიდროთევის მეთოდის გამოყენებით დაითესა ბალახი.
ჰიდრო თესვა განსაკუთრებულად ხელსაყრელია რთულად მისადგომი ადგილების გასამწვანებლად. ის ასევე მნიშნელოვანია ეროზიული პროცესების შესაკავებლად. |
Developed By Web Features 2025 © All rights reserved





































































