რამდენიმე წუთის წინ, ოზურგეთში სამოქალაქო ორგანიზაცია „თავისუფლებისთვის” ოფისში მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
„თავისუფლებისთვის” დამფუძნებელი ოთარ რევიშვილი:
_ ჩვენი ოფისის აივანზე გვაქვს გამოფენილი საპროტესტო ბანერი, რომელზეც აწერია: რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა! #არარუსულარჩევნებს. ეს არის საპროტესტო ბანერი და ამის გამო მუნიციპალურმა ინსპექციამ დაგვაჯარიმა 1 500 ლარით ინსპექციის თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ ეს არის უკანონო რეკლამა, რაც ცალსახად აბსურდია. ამით ცდილობს ხელისუფლება, რომ შეგვავიწროვონ და შეგვიშალონ ხელი მუშაობაში.
მისივე თქმით, ორგანიზაცია მუნიციპალური ინსპექციის ჯარიმას სასამართლოში გაასაჩივრებს.