ბარსელონას დირექტორთა საბჭოს 6 წევრი გადადგა. თანამდებობები დატოვეს ვიცე-პრეზიდენტებმა ემილი რუსომ, სილვია ელიასმა, მარია ტეიშიდორმა, ჟოზეპ პონტმა და მმართველობის მდივანმა ჟორდი კლასამილიამ. ამის შესახებ ინფორმაციას ,,sportbusiness” -ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, გადადგომის მიზეზად სოციალურ ქსელებში ყალბი მომხმარებლების ანგარიშების შექმნასა (თავდამსხმელ ლეო მესის კრიტიკასთან დაკავშირებით) და კორონავირუსის შემდეგ კლუბის მომავალს ასახელებენ.
გამოცემის კნფორმაციით, ერთ-ერთი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ემილი როუსაუდი კი, მოქმედ პრეზიდენტს ხოსეპ მარია ბართომეუსა და სხვა მაღალჩინოსნებს დიდძალი თანხის მითვისებაში სდებს ბრალს.
“დაუყოვნებლივ ვტოვებთ კლუბში დაკავებულ თანამდებობებს და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კლუბის პრეზიდენტ ბართომეუს ვაცნობეთ. პანდემიის დასრულების შემდეგ ვერ ვხედავთ კლუბის მმართველობაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობას.
გვინდა ხაზი სოციალურ ქსელებში ანგარიშების ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენს იმედგაცრუებას გავუსვათ, რომელიც პრესაში Barçagate-ის სახელითაა ცნობილი“, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ “ბლაუგრანაში“ ფეხბურთელებს ხელფასები დააკლეს, მაგრამ ხელმძღვანელები ამბობენ, რომ არსებული კრიზისი კლუბს არ გააკოტრებს.
ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნები კი 2021 წლის იანვარში გაიმართება.