„ბარსელონის” პირველი დიდი ვარსკვლავი პაულინო ალკანტარა დღემდე ითვლება ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად კლუბის ისტორიაში.
ალკანტარას გატანილი 369 გოლიდან უმეტესობა ამხანაგურ მატჩებზე მოდის, ხოლო ოფიციალურ მატჩებში მას მხოლოდ 142 გოლი დაუგროვდა.
ალკანტარა წარმოშობით ფილიპინებიდან იყო და 1916 წელს იგი ისტორიულ სამშობლოში გამეგზავრა, სადაც მცირე ხანს ექიმ-დერმატოლოგად მუშაობდა.
შემდგომ ის კვლავ დაბრუნდა კატალონიაში და სამედიცინო საქმიანობას შესანიშნავად უთავსებდა ფეხბურთის თამაშს.
ავტორი