საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიანა უელსის მასტერის ძირითად ბადეში გავიდა. მსოფლიოს რეიტინგში 55-ე პოზიციაზე მყოფმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ყაზახეთის სახელით მოთამაშე, 19 წლის ალექსანდრ ბუბლიკი 6:3, 7:6 დაამარცხა.
ამ წარმატების წყალობით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა16 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი BNP Paribas Open-ის კვალიფიკაციაში პირველ ნომრად იყო განთესილი და საწყის რაუნდში ავსტრალიელი მეტიუ ებდენი 6:4, 6:2 დაამარცხა, გადამწყვეტ წრეში კი 23-ე განთესვის მქონე ყაზახ ალექსანდერ ბუბლიკსაც დამაჯერებლად აჯობა.
იანდიანა უელსის მასტერსის პირველ წრეში ბარბადოსის წარმომადგენელ დარიან კინგს დაუპირისპირდება. ნიკოლოზის მეტოქე მსოფლიოს რეიტინგში 131-ე ადგილზეა.