2 დღის წინ, ხანძარი იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთში. როგორც “გურია ნიუსს” ერთ-ერთი ადგილობრივი უყვება, ცეცხლი ჩაის ფართობში გაჩნდა და შემდეგ გავრცელდა სხვა ტერიტორიებზე.
“ბასილეთში გადაიწვა ნახევარი სოფელი. ჩას გაუკიდენ და 15 ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა. ვოვა შენგელიას ფართობს გაუჩნდა ცეცხლი და მერე მიყვა ჩაის ფართობები. მოსახლეობამდე მივიდა. სამივე რაიონის სახანძრო აქრობდა, იმფერი ამბავი იყო, _ ამბობს “გურია ნიუსთან” ერთ-ერთი ადგილობრივი.
აღნიშნულთან დაკავშირებით უწყების კომენტარს მალე შემოგთავაზებთ.