შემოქმედის ეპარქიის მღვდელმსახურს ბასილი კვირჩილაძეს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერდა. ამის მიზეზად ეპარქია მამა ბასილის მხრიდან “მორალურ-ზნეობრივ” დარღვევებს ასახელებს, _ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
“შემოქმედის ეპარქიიდან გვაცნობეს, რომ ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს შეუჩერდა მღვდელმოქმედების უფლება. ჩვენი ინფორმაციით, დეკანოზი ბასილი 2019 წლის ბოლოს სამკურნალოდ წავიდა საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში. წასვლიდან რამდენიმე თვეში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) იგი გაათავისუფლა ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან, ვინაიდან რამდენიმე თვის განმავლობაში არ დაბრუნდა საქართველოში. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამა წლის 18 დეკემბერს შემოქმედის ეპარქიის სამღვდელოების კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს შეუჩერდა მღვდელმსახურების უფლება, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავცრელებულ განცხადებაში.
კრების ოქმის თანახმად, მღვდელმსახურების შეჩერების მიზეზი ,,მორალურ-ზნეობრივი დარღვევებია”.